ყასემ სოლეიმანი მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მის მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. დაკრძალვა ირანის მიერ ერაყის ამერიკულ ბაზებზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

სოლეიმანის დაკრძალვას ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. გენერალი გუშინ უნდა დაეკრძალათ, თუმცა მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, რის გამოც ცერემონია გადაიდო.

გენერალი ყასემ სოლეიმანი, ქერმანის სასაფლაოს „მოწამეთა განყოფილებაში“ დაასაფლავეს.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, 3 იანვარს, აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა