„აიპლიუსი“ საახალწლო ფასდაკლებებს 14 იანვრამდე აგრძელებს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი“ საახალწლო ფასდაკლებებს აგრძელებს. 14 იანვრამდე შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური ფასები იმოქმედებს. მომხმარებლები iPhone-ების და Samsung-ის შეძენას თვითღირებულებით შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, აქციები შეეხება როგორც ახალ iPhone 11/11Pro/11 Pro Max-ს ასევე კლასიკურ მოდელებს iPhone 7, iPhone 8, iPhone XR, iPhone XS. მომხმარებლებს 14 იანვრამდე iPhone-ების შეძენა 550 ლარამდე ფასდაკლებით შეეძლებათ. საახალწლო თვითღირებულების ფარგლებში ასევე ვრცელდება სხვადასხვა საჩუქრები და შეთავაზებები. ნებისმიერი iPhone-ის შეძენისას მომხმარებლები 1 წლიანი ბრონის დაზღვევით ისარგებლებენ.

„გადატვირთული ახალი წლიდან გამომდინარე, ბევრმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო საყვარელი iPhone-ის შეძენა, ამიტომ აქციები 14 იანვრამდე გაგრძელდება. ახალ წელს ყველაზე გაყიდვადი მოდელი iPhone 11 და iPhone XR-ია. გარდა iPhone-ებისა თვითღირებულების აქცია შეეხება Samsung-ის პროდუქციასაც. ასევე გვექნება 50%-მდე ფასდაკლებები ორიგინალ აქსესუარებზე, ბრონირებულ დამცავებზე, ჩასადებებზე და ტექნიკურ სერვისზე" , - აცხადებს აიპლიუსის ჭავჭავაძის ფილიალის მენეჯერი სოფო ჩადუნელი.

სპეციალური ფასდაკლებები გავრცელდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის, PS4-ის და Xbox-ის პროდუქციაზეც, ხოლო საახალწლოდ ყველაზე პოპულარულის საჩუქრის AirPods 2-ის და AirPods Pro შეძენას 200 ლარამდე ფასდაკლებით შეძლებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა