„ლელო“ ითხოვს, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს

ვხედავთ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს, ასეთი მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც კი თვალში ნაცარი შემოგვაყაროს, რომ თითქოს მართლმსაჯულება აღსრულდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნათელ მცდელობას, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხოს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქმეს გაცილებით მსუბუქი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, ვიდრე უნდა ჰქონდეს, საქმეს კი ის უწყება იძიებს, რომელსაც ნაცვლიშვილის განმარტებით, წლების განმავლობაში დადასტურებული აქვს, რომ ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეის მდგომარეობით გამოძიებას აწარმოებს არა ის უწყება, რომელიც ამ ტიპის საქმეებს უნდა იძიებდეს, არა იმ კვალიფიკაციით, რომელიც საქმეს უნდა მიენიჭოს, არამედ სულ სხვა უწყება, რომელსაც დადასტურებული აქვს წლების განმავლობაში, პროკურატურას ამ შემთხვევაში, რომ არ იძიებს და ყოველთვის ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი გვაქვს ნაბრძოლი, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულს მოჰყოლოდა სწორი რეაგირება. წლები ვიბრძოდით, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დღეს უკვე არსებობს, მაგრამ დღეს ჩრდილშია ეს უწყება. კვალიფიკაცია, რომელიც ამ დანაშაულს პროკურატურამ მისცა, არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეში არის მომხდარი და სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს საქმეს, მას არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შესაბამისად, პარტიის მოთხოვნაა საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ საქმის გამოძიება დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი და არ არის კიდევ ერთი ბუტაფორიული ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ ხელში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა