ბრიტანეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა.

„სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა