„შეცვალეს" წევრებმა შსს-სთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, სადაც 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ, ვარკეთილში „დამპალოს სასაფლაოზე" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს და საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს.

მოძრაობის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ სიმბოლურად წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დატოვეს.

მათივე განმარტებით, სისტემა კლავს და ეს ანაბეჭდებიც სისტემის გამომხატველი სისხლიანი ხელებია.

„დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს. 24 წლის ბიჭი სასტიკად აწამეს, თვალი ამოთხარეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ეს აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა, მსგავსი ფაქტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, შესაბამისად ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემურ დანაშაულზე კი პასუხისმგებლობა იმ მმართველ ძალას ენიჭება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა განსასჯელის სკამზე არ იჯდეს ერთადერთი ადამიანი, იჯდეს მეორე მონაწილე პირიც და პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა აიღოს",-განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა