ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ კი, რეაბილიტაციის საბოლოო, მეოთხე ეტაპი დაიწყება.

„დღეს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი. პრინციპი იგივე გვაქვს, როგორც აქამდე ვმუშაობდით, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. დაიწყო კავსაძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებითილ მოფრეზვითი სამუშაოები. შემდეგ სამუშაოს გააგრძელებს კომპანია GWP კანალიზაციის და წყლის სისტემის შესაცვლელად. რაც შეეხება სამუშაოების რეჟიმის და ვადებს, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. პირველ ეტაპზე რთულია კონკრეტული ვადების განსაზღვრა, ვვარაუდობთ, რომ ამ მონაკვეთს ორთვიანი ვადაში დავამთავრებთ. ზუსტი ვადების დასახელება ვიდრე მიწის სამუშაოები არ დაიწყება და არ ვნახავთ, რა მდგომარეობა დაგვხვდება მიწის ქვეშ, გვიჭირს. შემდეგი ეტაპი ბოლო, მეოთხე ეტაპია ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მოედნამდე მონაკვეთი. ამით მთლიანად დამთავრდება გამზირის რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები სრულად სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულება",- განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება საცობებს, თბილისის მერის მოადგილე იმედოვნებს, რომ მომდევნო დღეებში ვაკეში ნაკლები საცობები იქნება.

"რამდენიმე დღეა დავიწყეთ განცხადებების და სპეციალური ვიდეორგოლის გავრცელება რა მიმართულებით შეუძლიათ მძღოლებს გადაადგილება. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითაც. ზოგადად, როგორც წესი, როცა სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ დღეს მსგავსი შემთხვევები გვაქვს. დრო სჭირდება რომ მძღოლები გადაერთონ ახალ მიმართულებებზე. ინტენსიურად ვაკვირდებით მოძრაობას შესაბამის სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე, მაქსიმუმ ხვალ, ეს პრობლემა აღარ გვექნება",- განაცხადა ბენდელიანმა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს