ზურაბ გურიელიძე - ავტრალიიდან ცხოველების  ტრანსპორტირება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული

ზოოპარკების გაერთიანებას შეგვიძლია ავსტრალიას დაეხმაროს და მონაწილეობა მივიღოს ცხოველების რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა არ მგონია, ავსტრალია შიდა რესურსით ვერ გაუმკლავდეს ამას, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ავსტრალიაში ხანძარზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაიღუპა 480 მილიონი ცხოველი, თუმცა ეს არ არის დამყარებული ფაქტებზე. ეს არის დამყარებული მოდელირებაზე, რომელიც გამოყვანილია იმის მიხედვით თუ რა ტერიტორია დაიწვა და შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე რამდენი ცხოველი შეიძლება ცხოვრობდეს", - განაცხადა გურიელიძემ და დასძინა, რომ იქ რეკორდულად ცხელი ზაფხულია.

გურიელიძის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგები გაამძაფრა, ტყის მასივების განადგურებაა. მისივე თქმით, კოალა ერთ-ერთია, რომელზეც ხანძარმა ყველაზე უფრო მძიმე გავლენა მოახდინა. როგორც გურიელიძემ სიდნეის უნივერსიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, კოალას პოპულაციის 30 % განადგურდა და შესაძლოა, ის გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიცხვში შევიდეს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე დაზუსტებით საუბარი ნაადრევია.

"ზოგადად, ტყის ხანძრები, მათ შორის, ავსტრალიური ტყის ხანძრები, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, თუ ეკოსისტემა არის ჯანსაღი და მთლიანი. მაგალითად ცხოველებს, რომლებიც შედარებით არიან აქტიურები და კარგად მოძრაობენ ან დაფრინავენ, კენგურუები ავსტრალიის შემთხვევაში, მათ ნაკლებად ეხებათ ასეთი ხანძრები. მათ შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია, გადავიდნენ სხვაგან თუ მათ ეს გადასასვლელი აქვთ. ერთ-ერთი ძირითადი, რამაც ასე ძალიან გაამძაფრა ავსტრალიაში ხანძრის შედეგები, ეს იყო ტყის მასივების განადგურება, რომელიც ადამიანების მიერ იყო განადგურებული. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე გავლენა რომელ ცხოველზეც იმოქმედა, ვგულისხმობ ქარიზმატულ ცხოველებს, ეს არის კოალა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს. მართალია იქ ბევრი სხვა სახეობებიც არიან, რომლებიც იმდენად პოპულარულები და საყვარლები არ არიან როგორიც კოალაა, თუმცა შეიძლება ისინი გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ", - განაცხადა გურიელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ზოოპარკის ჩართულობას ავსტრალიიდან ცხოველების გადმოყვანის მხრივ, გურიელიძე დარწმუნებულია, რომ ავსტრალიას ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნება. მისივე თქმით, ცხოველების ავსტრალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაც დიდი პრობლემაა, რადგან ავსტრალიის კანონები ცხოველთა ექსპორტის შესახებ ძალიან მკაცრია.

„როგორც წესი, ავსტრალია ძალიან განვითარებულია ზოოპარკების მხრივ. მათ აქვთ უზარმაზარი ზოოპარკები. ტრანსპორტირება ავსტრალიიდან საქართველოში დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრალიას ცხოველების შეფარების მხრივ პრობლემები არ შეექმნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავსტრალიის ცხოველთა ექსპორტის შესახებ კანონები ძალიან მკაცრია. პრაქტიკულად, ავსტრალიიდან ცხოველის გამოყვანა შეუძლებელია, თუ რაიმე განსაკუთრებული მსოფლიო ღირებულება არ აქვს", - აღნიშნა გურიელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა