სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადაა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.
„ნინო ლომჯარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება, თუმცა შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით“, - განაცხადეს სახალხო დამცველის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს, იქამდე კი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.