კახა კალაძე უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

თბილისის მერი კახა კალაძე, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის თეირანში კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს, რომლებიც უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. ჩვენი ლოცვითა და ფიქრებით გარდაცვლილთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“,-წერს კალაძე „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა