ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრში ამაჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის სერვისებს მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვისთვის გვქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდების საშუალება. დამწვრობის ცენტრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი გულწრფელად ზრუნავენ პაციენტებზე და ნამდვილად აწვდიან ხარისხიან სერვისს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი.

„ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით გაიხსნა. ფსიქოლოგები მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. დამწვრობის მიღება საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაა. მსგავსი ტიპის პირველი ცენტრი ჯოენის კლინიკაში გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შედეგად შეიცვალა ჩვენი მუშაობა და მიდგომა პაციენტებთან, მათ მშობლებთან, რამაც ძალიან გაგვიადვილა მუშაობა. მოხარული ვართ, რომ ქალბატონი მინისტრი გვყავდა სტუმრად, ყოველთვის ვგრძნობთ ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შობა და ახალი წელი, ამავე დროს უნდა გავაფრთხილო პიროტექნიკასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი, ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო პიროტექნიკამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაზიანება მოგვაყენოს“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო