გიორგი კახიანი - გამოვრიცხავ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხელოვნურად ხდებოდეს

გამოვრიცხავ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხელოვნურად ხდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებას. კახიანის თქმით, თუ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე დაემუქრება, პენიტენციური დაწესებულება შესაბამის ზომებს მიიღებს.

„მე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაცია არ მაქვს და ამაზე პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ მის ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ბუნებრივია, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. გამოვრიცხავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხელოვნურად ხდებოდეს,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის მამალაძის მონახულებას ციხეში, კახიანმა უპასუხა, რომ მას მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაცია არ აქვს.

„თუ ამის საჭიროება დადგება, ამისთვის პარლამენტში არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველს შეუძლია იგივე გააკეთოს, სხვა პარლამენტარებსაც შეუძლიათ, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება,"- აღნიშნა კახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა