გიორგი ვაშაძე - უკანონო ქმედებების გამო, ხელისუფლებაში მყოფ ყველა საჯარო მოხელეს სანქციები დაეკისრება

„ხელისუფლებაში მყოფ ყველა საჯარო მოხელეს უკანონო ქმედებების გამო სანქციები დაეკისრება“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ „შავ სიასთან“ დაკავშირებით გიორგი ვაშაძემ თოქ-შოუ „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შავი სია“ ორ ნაწილად იყოფა - ლიდერები, რომლებიც გასცემენ დანაშაულებრივი ქმედების შემცველ ბრძანებებს და ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მოხდება სიაში შესული პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ მკაცრი სანქციები შემუშავდება.

„საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირი, მოსამართლე იქნება ეს თუ პროკურორი არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ასრულებს უკანონო ქმედებებს მოხდება მათი იდენტიფიცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი დახასიათება, შესაბამისი შინაარსითვე გადაიგზავნება, მსგავსი სიები საერთაშორისო პრაქტიკისთვის უკვე ცნობილია.

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს ხელისუფლების მხრიდან, ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი მათი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მერწმუნეთ, რომ შენგენის ზონაში, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ძალიან ბედნიერი იქნება თუ შეამცირებს საკუთარ ქვეყანაში მოძალადეების შესვლის რისკებს.

ეს არის ძალიან სერიოზული მზადება, რომელიც ოპოზიციამ დაიწყო და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვმუშაობთ მწყობრად, სისტემურად, კონკრეტული ნაბიჯებით და კიდევ ბევრი მექანიზმი გვაქვს შემუშავებული“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა