ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს

ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ნაპოვნი „შავი ყუთი“ ხომალდის მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს. ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში გააგზავნის ირანი „შავ ყუთს“ ექსპერტიზისთვის.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ავიაკატასტროფას იძიებს ის ქვეყანა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა მათი ცნობით, გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინამ, სადაც რეგისტრირებულია ხომალდი და აშშ-მაც, სადაც მისი წარმოება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს