მაია ცქიტიშვილი - სრულიად მიუღებელია „შავი სიის“ შექმნა, ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ დესტრუქციულ გზას ადგანან

ოპოზიციის რადიკალური ფრთა კვლავ ცდილობს პოლიტიკურ ძალადობას, მოსამართლეების, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების დაშინებას. ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ დესტრუქციულ გზას ადგანან, - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის მიერ ე. წ. შავი სიის შედგენას.

მისივე განმარტებით, ეს ამ ხალხის მუდმივი ხელწერაა.

„რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია „შავი სიების“ შექმნა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სრულ ტერორში ამყოფებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. 300 ათასი პრობაციონერი არსებობდა ამ ქვეყანაში და 10% ჩვენი მოსახლეობის იყო გასამართლებული სწორედ იმ რეჟიმის მიერ, რომელიც დღეს ცდილობს „შავი სიის“ შედგენას. ეს არის ამ ხალხის მუდმივი ხელწერა და სამწუხაროდ, არც დრო ცვლის ამ ადამიანებს და არც ის დამოკიდებულება, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, რასაც ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიციამ „შავ სიაში“ შეიყვანა: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო