ავსტრალიაში ტყის ხანძრის განგებ გაჩენაში 24 ადამიანია ბრალდებული

ავსტრალიაში, კონკრეტულად ახალ სამხრეთ უელსში, ტყის ხანძრის განგებ გაჩენის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანია ბრალდებული. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ნოემბრის შემდეგ, ხანძართან დაკავშირებული დანაშაულისთვის ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის თანამშრომლებმა სამართლებრივი დევნა 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეს, აქედან 40 არასრულწლოვანი იყო. ამ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნა მოიცავდა როგორც გაფრთხილებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

183-დან 53-მა ადამიანმა ცეცხლის აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული კანონის ზედმიწევნით შეუსრულებლობის გამო, გაფრთხილება მიიღო ან მათ წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა, 47 კი ბრალდებულია იმაში, რომ ანთებული სიგარა ან ასანთი დააგდეს მიწაზე.

CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარმა ავსტრალიის, ფაქტობრივად, ყველა შტატი მოიცვა, ყველაზე მეტად მაინც ახალი სამხრეთ უელსი დაზარალდა. ტყის ხანძარი ქვეყანაში უკვე ერთი თვის განმავლობაში მძვინვარებს, ანადგურებს სახლებსა და ხშირ შემთხვევაში მთელს ქალაქებს. მოცემული მომენტისთვის 7 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაიწვა, მათი უმეტესობა ტყე და ეროვნული პარკია. შედეგად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი დაზარალდა, მილიონობით მათგანი კი ტყის ხანძარს შეეწირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო