გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 9 იანვარს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, მილისწყარო, სელექცია.

12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე გაეთიშებათ მომხმარებლებს დაბა ფასანაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითლიანა, ცხვედიეთი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ბიბილაანი და ქავთარაანი.

რაც შეეხება თიანეთის რაიონს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, ხევსურთსოფელი, დევენაანთხევი, კვერნაულა, ევჟენტი, ბოკონი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო