გიორგი გახარიამ და ელიზაბეთ რუდმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა გასული წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრას აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა