მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

სწორედ მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეუწყდება თუ არა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

„ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა და მთავრობის სხდომის ფარგლებში ამ საკითხის განხილვას ვგეგმავთ. ხვალ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს სწორედ 31 დეკემბრამდე მიეცა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)