მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, მათი მენეჯმენტის ქვეშ არ არის

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ე.წ. 25-იანები, რომელზეც მსგავსი შემთხვევა ხდება, მთის კურორტების კურატორობის ქვეშ არ არის და ის კერძო საკუთრებაშია.

„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. „დიდველის“, „მიტარბისა“ და „კოხტას“ საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა