ერდოღანმა და პუტინმა გაზსადენი „თურქეთის ნაკადი“ გახსნეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა გაზსადენი „თურქეთის ნაკადი“ გახსნეს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპის ქვეყნებს მიაწვდის. პრეზიდენტებმა შეხვედრის დროს გაზსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერაყსა და ირანში მიმდინარე მოვლენებიც იყო.

აღსანიშნავია, რომ გაზსადენი „თურქული ნაკადი“ TurkStream პირდაპირ აკავშირებს რუსეთს თურქეთთან შავი ზღვის გავლით. მისი საშუალებით რუსეთიდან თურქეთში ყოველწლიურად 31,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. ის რუსეთის ქალაქ ანაპაში იწყება და 930 კმ მანძილს ზღვის ფსკერზე გადის და თრაკიაში, სტამბოლთან ახლოს, ქალაქ კიიკეიში სრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს