ლევან ალაფიშვილი - ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენება კანონდარღვევაა და ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა უნდა დაიწყოს

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოკვლევა უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

როგორც ალაფიშვილმა აღნიშნა, თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებულია ტოტალიტარული სიმბოლიკის აკრძალვა, რომლის გამოყენებაც ჟეტონად ან სხვა ფორმით, კანონდარღვევაა.

„შესაბამისად, ეს არის სუს-ის შესწავლა-რეაგირების საგანი. ფაქტი სუს-ის კომისიამ უნდა დაადგინოს და თუკი რეალობა დადასტურდა, უნდა გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სსრკ, ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების აღმოსაფხვრელად. თავისუფლების ქარტიის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი სუს-ის კომისიას ასეთი ფაქტების დადგენის ვალდებულებას აკისრებს და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების უფლებამოსილებასაც ანიჭებს“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, მათი მენეჯმენტის ქვეშ არ არის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო