სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ირანის ავიასივრცეში ფრენების შეზღუდვაზე - ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციების მითითებებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას ორი ავიაკომპანია ასრულებს და ამ ეტაპზე, სააგენტოში რეისების გაუქმების თაობაზე კომპანიებისგან სააგენტოში შეტყობინება არ შესულა.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქართული კომპანიები ირანის მიმართულებით სამგზავრო რეისებს არ ასრულებენ და შესაბამისად, აღნიშნულზე რეკომენდაციები სააგენტოს არ გაუცია.

რაც შეეხება ირანის საჰაერო სივრცის გამოყენების შეზღუდვას, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სააგენტო ყურადღებით ადევნებს თვალს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციების მითითებებს და შესაბამისად იმოქმედებს.

„ამ ეტაპზე საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას ორი ირანული ავიაკომპანია ასრულებს. ამ დროისთვის, ორივე ავიაკომპანია დადგენილი განრიგის შესაბამისად ასრულებს რეისებს. ამ ეტაპზე შეტყობინება რეისების გაუქმების შესახებ სააგენტოში არ შემოსულა. ავიაკომპანიები თვითონ ცვლიან მარშრუტებს, ავიაკომპანიებსაც აქვთ ამის უფლებამოსილება. ქართული ავიაკომპანიები სამგზავრო რეისებს არ ასრულებენ ირანის მიმართულებით და რეკომენდაცია არ გაგვიცია“,-აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს. განცხადება ამის თაობაზე სამხრეთ კორეის, მალაიზიის, სინგაპურისა და ჩინეთის ავიახაზებმა გააკეთეს. მათი თქმით, ისინი თავიდან აირიდებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას. აღნიშნულის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს