ე.წ „დამპალოს სასაფლაოზე“ დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმეში ომბუდსმენი  ჩაერთო

თბილისში, „დამპალოს სასაფლაოზე“ დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩავერთეთ, გაგზავნილია წერილები და მოთხოვნა ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ გვჭირდება გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ კვალიფიკაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მივიღებთ ამ ინფორმაციას, გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 2 იანვარს, „დამპალოს სასაფლაოზე“ დაპირისპირების შედეგად 24 წლის მურად წურწუმია გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასჯას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს