გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმის პროკურორი - მეორე დაკავებული არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და არცერთ ძალოვან სისტემაში

„დამპალოს სასაფლაოზე“ მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე მეორე პირის დაკავება გარდაცვლილის ძმის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის პროკურატურაში გააკეთა.

როგორც პროკურორმა განმარტა, დაკავებული პირი ვახტანგ ბურძენიძე დისტრიბუტორია და ის არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და არც სხვა რომელიმე ძალოვან უწყებაში.

„დანაშაული 2 იანვარს მოხდა, გამოძიება 3 იანვარს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 3 იანვრის შემდეგ, პირველი ბრალდებულის დაკავებამდე ჩატარებულია 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. 5 იანვარს სწორედ ეს მოცემულობა იყო, რის საფუძველზეც მოხდა ამ პირის დაკავება. ამის შემდეგ დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ასევე, რაც მთავარია, ჩვენს მიერ მოხდა დაზარალებული პირის, ძმის დაკითხვა, რომელიც დღეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა. ასევე ჩვენ ვნახეთ არაერთი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ ვითვალისწინებთ ოჯახის მძიმე მდგომარეობას, ამიტომაც არ ვცდილობთ ამ პერიოდში შევაწუხოთ. ვგულისხმობთ დედას, ძმას. დღევანდელი მოცემულობით ჩვენთან ძმა გამოცხადდა, მოგვაწოდა ინფორმაცია და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება.

იმ მოცემულობით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, ბრალდება წარვუდგინეთ ბრალდებულს, დღევანდელი მოცემულობით, რაც ძმის დამატებითი დაკითხვის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, ეს გახდა საფუძველი ახალი ბრალდებულის გაჩენის. ამ მოცემულობით საქმეზე ფაქტობრივი გარემოების ბევრი დამადასტურებელი სხვა ინფორმაციაც გვაქვს, რაც ერთობლივად შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა“, - განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში სულ 4 პირი ფიგურირებს, რომელთაგან ორი ძმები წურწუმიები არიან, დანარჩენი ორი კი დაკავებულია.

„უფრო ნათელი რომ გახდეს, გეტყვით, რომ საქმეში ფიგურირებს 4 ადამიანი, რომელთაც ურთიერთდაპირისპირება მოუვიდათ. ორი გახლავთ ძმები, მეორე მხარეს არის ასევე ორი პიროვნება, ორივე დაკავებულია. ერთი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც თანამდებობიდან გადავაყენეთ, მეორე გახლავთ მისი ახლო მეგობარი, მეზობელი, ერთ კორპუსში ცხოვრობენ და ეს პიროვნება გახლავთ დისტრიბუტორი, ის არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და არცერთ ძალოვან სისტემაში“, - აცხადებს გუმბერიძე.

პროკურორის განცხადებითვე, საავადმყოფოში მოთავსებულ მურად წურწუმიას ორივე თვალი ჰქონდა, ვინაიდან ექიმების ინფორმაციითა და ჩვენებებით, პაციენტის კომატოზური მდგომარეობის დადგენა სწორედ მისი თვალებით მოხდა.

„რაც შეეხება თვალს, საქმეზე გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც გარდაცვლილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება, ასევე გვყავს სასწრაფოს ექიმი დაკითხული, ექიმი, რომელმაც პირველი მიღება ჩაატარა საავადმყოფოში, როცა მიიყვანეს მურად წურწუმია, ის იმ პერიოდში ცოცხალი იყო, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში ექიმი წერს, რომ ორივე თვალი მათ მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული და კომატოზური მდგომარეობა სწორედ თვალების მდგომარეობით დგინდებოდა. რაიმე დანაკლისი ან თვალის არ ქონაზე საუბარი გამორიცხულია. ჩვენებებიდან სამედიცინო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ორივე თვალი ჰქონდა“, - აცხადებს დავით გუმბერიძე.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა