გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 9 იანვარს  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, მეტეხის გვირაბის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკრის, ფაღავას, ლაგოდეხის, ბოროდინის, იორის, ირბახის, რუისის, სევანის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, მაჭარის, გონაშვილის, მეტეხის, ალიხანიანის, ჩეხოვის, ნიკოლოზ იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ლადო მესხიშვილის, 300 არაგველის, სართიჭალის, ისნის, ხერხეულიძის, მეფე სოლომონ ბრძენის, ჯორჯაძისა და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 05:00 საათიდან 07:00 საათამდე გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, ნიკოლოზ შენგელაიასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება.

11:00-17:00 საათებში კი შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის II, III, III ა, VII მიკრორაიონების, ვლადიმერ ნანეიშვილის, მემედ აბაშიძისა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, 11:00-დან 15:00 საათამდე ქსნისა და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-13:00 საათებში შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, დარიალის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ირაკლი აბაშიძისა და ცხვედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონშიც აბონენტებს ასევე შეეზღუდებათ ელექტროენერგია 11:00-დან 16:00 საათებში. კონკრეტულად: ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, გიორგი დანელიასა და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში კი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს შეეხებათ შეზღუდვა.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს