გია ვოლსკი - საერთაშორისო დონეზე ე.წ. შავ სიას სამართლებრივ ნაწილში პერსპექტივა არ აქვს, სამაგიეროდ ფიქრობენ, რომ პერსპექტივა ექნება პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად და ვიღაცის დასაბულინგებლად

საერთაშორისო დონეზე ე.წ. შავ სიას სამართლებრივ ნაწილში პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობენ, რომ პერსპექტივა ექნება პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად და ვიღაცის დასაბულინგებლად. ამის შეახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის შედგენით მიმდინარეობს ლუსტრაცია და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრუნდება იმ რეჟიმს, როდესაც საზოგადოების წინაშე უნდათ წარმოაჩინონ, რომ არიან მკაცრები, შეუვალები და მათ, რეალურად, 2011 წელსაც ჰქონდათ შედგენილი იმ ხალხის „შავი სიები“, ვინც უნდა დაესაჯათ.

„ე.წ. შავი სიის შედგენით, მათ სურთ, რომ გარკვეული სტრესული სიტუაცია შექმნან ქვეყანაში და ასევე, დააბულინგონ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული უწყებები. ფაქტია, რომ ასეთი სია არსებობდა და ასეთი სიის შედგენის პოლიტიკური ნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც არის, ბევრმა კარგად იცის, ვის კისერზეც გადაიარა მათმა მმართველობამ, „შავმა სიებმა“ და შავი დღეები დაუყენეს უამრავ ოჯახს, კონკრეტულ ადამიანებს წაართვეს სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს