ბაღდადში, მწვანე ზონაში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიები არიან განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ორი კატიუშას ტიპის რაკეტა მწვანე ზონაში ჩამოვარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია,“- განაცხადა ერთ-ერთმა ერაყელმა სამხედრომ.

თვითმხილველების ინფორმაციით, რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ბაღდადში სირენების ხმა გაისმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ირანმა ერაყში განლაგებულ აშშ სამხედრო ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია