კანადას ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩართვა სურს

კანადა ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვება, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„კანადას ამ ტიპის უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული მაღალი ხარისხის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა აქვს და ამდენად, გამოძიებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია,“ - განაცხადა ტრიუდომ.

მისივე თქმით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ პარტნიორთან სატელეფონო საუბრის გამართვას აპირებს, რა დროსაც ის უბედური შემთხვევის სათანადო გამოძიების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.

შეგახსენებთ, რომ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 176-ვე მგზავრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის კანადის 63 მოქალაქეა.

კანადასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს შეწყდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო