გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,დღეს, 9 იანვარს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, მილისწყარო, სელექცია.

12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე გაეთიშებათ მომხმარებლებს დაბა ფასანაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითლიანა, ცხვედიეთი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ბიბილაანი და ქავთარაანი.

რაც შეეხება თიანეთის რაიონს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, ხევსურთსოფელი, დევენაანთხევი, კვერნაულა, ევჟენტი, ბოკონი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა