ავსტრალიის ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში ხელახლა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. შტატში ცეცხლი 1,2 მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. სინოპტიკოსები კიდევ უფრო უარესის მოლოდინში არიან, რადგან კვლავ ტემპერატურის მატება და ქარია მოსალოდნელი.

კენგურუს კუნძულზე დღეს წვიმას ელოდებიან, მაგრამ ადგილობრივების თქმით, „ეს ვეღარაფერს შველის“. ვივონის ყურეში, რომელიც ამავე კუნძულზე მდებარეობს, სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. კვამლი იმ ქალაქებშიც იგრძნობა, რომელსაც ტურისტები ძირითადად სტუმრობენ.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ხანძრებს სექტემბრის შემდეგ ვერ აქრობენ. ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანია დაღუპული. ეკოლოგები ხანძების ქვეყნის ფლორასა და ფაუნაზე „კატასტროფულ შედეგებზე“ საუბრობენ. მათი ცნობით, განადგურებულია უნიკალური ჯიშები და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი. ველური ბუნების მკვლევარები შიშობენ, რომ შესაძლოა ჩანთოსნების ზოგიერთი სახეობა და შავი კაკადუები საერთოდ აღარ დარჩნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს