პრემიერი - ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რათა გაანალიზდეს საფრთხეები, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის შეიძლება შეიქმნას

საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უწყებები პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, რათა გაანალიზებული იყოს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეიძლება საქართველო დადგეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ ერთობლივად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება მისი წარმომადგენლობის, საკონსულოების, საელჩოების მეშვეობით, რომ შესაძლო გართულებებისას,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს