თურქი ექიმების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა, თურქი ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა.

მისივე განმარტებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება.

„ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ჯერ მისი გამოღვიძება ადრეა. ჯერჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ასე ჯობს იყოსო, როგორც ექიმებმა თქვეს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს