ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გლოვის დღე გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თეირანთან, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო, უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ უკრაინაში ხელისუფლების სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო უწყებების, ინსტიტუტთა და ორგანიზაციების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პრეზიდენტის ბრძანებით, ასევე უქმდება გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა თეირანის აეროპორტის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. „ბოინგ 737“-ზე უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა (მათ შორის, 2 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი), ასევე, კანადის 63 მოქალაქე, 82 - ირანის, 3 - გერმანიის, 10 - შვედეთის, 4 - ავღანეთის, 3 კი - დიდი ბრიტანეთის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა