ირანული გამოძიების ინფორმაციით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე ცეცხლში იყო გახვეული

უკრაინულ ავიახომალდს ცეცხლი ეკიდა იქამდე, ვიდრე კატასტროფას განიცდიდა, - ამის შესახებ ირანული გამოძიების პირველად ანგარიშშია საუბარი. მათივე ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველი ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ. მათი თქმით, თვითმფრინავი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.

შეგახსენებთ, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ირანული გამოძიების ინფორმაციით, "უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე ცეცხლში იყო გახვეული

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა