„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების", „ბოინგ 737-800“ თვითმფრინავის საშინელ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 8 იანვარს ახორციელებდა ფრენას PS 752 თეირანი-კიევის მიმართულებით, რომლის შედეგად დაიღუპა 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები - უკრაინის, ირანის, კანადას, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერების გაკეთება შესაძლებელია 2020 წლის 9 და 10 იანვარს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 17:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა