მამუკა ხაზარაძე - სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი, სადაც ჩვენს გეგმებს გაგაცნობთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასამართლოს სხდომების სიხშირის გამო მათ პოლიტიკური საქმიანობისთვის პრაქტიკულად, კვირაში ორი დღე დარჩათ. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხდომის დაწყებამდე სასამართლოს წინ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნონ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ მათ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელი შეუშალონ.

“სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, გასაგები მიზეზის გამო, დანიშნულია ძალიან ბევრი სხდომა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში და მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს საშუალება რეგიონში მოგზაურობის, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ, ამიტომ ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ ყოველ მოსვლაზე, სასამართლოს წინ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები, გაგაცნოთ ის თეზისები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, ჩვენს პარტიის წევრებს, ჩვენს მომხრეებს, რომელთა რიცხვი ძალიან იზრდება და ამით არის შეშინებული მმართველი პარტია და მისი ხელძღვანელი.

თქვენ თუ ნახავთ გრაფიკს, რა გრაფიკით არის დანიშნული ბოლო ორ თვეში ჩვენი მოსვლა სასამართლოში, რომელიც 11 საათზე იწყება და მთელი დღე იქნება გაწელილი, პრაქტიკულრად, კვირაში დარჩენილი გვაქვს ორი დღე, რომ ვიღაცას შევხვდეთ და რაღაც დავგეგმოთ, მაგრამ მაინც შევხვდებით და გამოვიყენებთ ამ მდგომარეობას. პრაქტიკურად, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, ის და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე კომენტარებს აღარ გააკეთებენ, თუმცა სხდომებს დაესწრებიან.

“მე და ბადრი არ ვაპირებთ აქ მოსვლის დროს ჩვენს სასამართლო პროცესზე რაიმე კომენტარის გაკეთებას, რადგან ეს არის შოუ, ეს უკვე ნათელია, ეს არის პოლიტიკური დევნა და თუ რამე კითხვა ექნებათ ჩვენს საყვარელ ჟურნალისტებს, მიმართეთ ჩვენს ადვოკატებს. ჩვენ ამ თემაზე არ გავაკეთებთ კომენტარებს იქედან გამომდინარე, რომ არ შევალთ იმ თამაშში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა, სხდომებს დავესწრებით”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება