ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და აკეთებს შესაბამის ანალიზს მათ შორის, ეკონომიკური კუთხით

ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ზეგავლენის ფაქტს ჩვენ ვერ ვხედავთ, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ქართულ ეკონომიკაზე გავლენების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე განმარტებით, მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და აკეთებს შესაბამის ანალიზს, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით არსებული შესაძლო საფრთხეების მიმართულებით.

„ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ასევე ამაში გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც ვაკეთებთ შესაძლო საფრთხეების გაანალიზებას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მთლიანობაში საერთაშორისო თანამეგობრობაც მშვიდობიან გამოსავალს იპოვის და პროცესები დეესკალაციისკენ წავა. ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ზეგავლენის ფაქტს ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა ვაგრძელებთ მონიტორინგს, ანალიზს და ამ კუთხით ვართ ძალიან დიდი ყურადღებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა