დავით ზალკალიანი - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას - ნებისმიერი სცენარის პირობებში მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან

ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პარტნიორების მხრიდან არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები დეესკალაციის მიმართულებით წავიდეს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა რწმუნებულთან საქართველოში, ასევე სხვა პარტნიორებთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე რეგიონში სიტუაციის ესკალაციას, რომელსაც შესაძლოა, ასევე ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა. ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშაუალება იმისთვის, რომ მოიძებნოს სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო რეგიონში, რომ ამ რეგიონში არიან ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გაკთებული იყო ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. იყო მიღებული და უკვე გვაქვს ზომები იმასთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვყავს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვაც გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც წამოდგენილნი არიან უშიშროების საბჭოს ფორმატში. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ - პარტნიორებთან. ამ მომენტისთვის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს