ავსტრალიაში ხანძრების შედეგად მილიარდამდე ცხოველი და ფრინველი განადგურდა

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დიქმენის ინფორმაციით, ავტრალიაში ხანძრებს დაახლოებით ერთი მილიარდი ცხოველი და ფრინველი ემსხვერპლა. გასული კვირის მონაცემებით, ეს რიცხვი ნახევარ მილიარდს აღწევდა.

მისივე თქმით, მხოლოდ ახალი სამხეთ ველსის შტატში 800 მილიონი ცხოველია მკვდარი. ახალი მონაცემებით, ცხოველთა სიკვდილიანობა არა მარტო ცეცხლმა, არამედ დაკვამლიანებამ, საკვებისა და საცხოვრებლის დაკარგვამაც გამოიწვია. მოცემული რიცხვი მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და ქვეწარმავლებს.

„ეს კლიმატური ცვლილებების შედეგებია. უბრალოდ ავტრალიამ ეს ყველაფერი სხვებზე ადრე გაიარა. ამით ჩვენ ვხედავთ, რა შედეგები შეიძლება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოჰყვეს“, - განაცხადა დიქმენმა.

ავსტრალიაში ცხოველების მდიდარი მრავალფეროვნებაა, მათ შორის 300 სახეობისთვის კონტინენტი მშობლიურია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხანძარმა მთელი სახეობები უკვე გაანადგურა, ან ზოგიერთი ეკოსისტემა სამუდამოდ შეცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა