საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ეკონომიკური დესპანი შეარჩია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ეკონომიკური დესპანი შეარჩია, რომელიც გადამზადების პროცედურების გავლის შემდეგ დაინიშნებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებში დაინიშნებიან ეკონომიკური ატაშეები, თუმცა, აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში გაემგზავრებიან.

„საკონკურსო კომისიაში შედიოდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ მე გახლდით კომისიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ასევე მოწვეული გვყავდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული გასაუბრებაში. 4 პირია შერჩეული, რომლებიც უკვე შემოვიდნენ საგარო საქმეთა სამინისტოს სისტემაში. ისინი გაივლიან გადამზადების პროცედურებს დიპლომატიურ კვლევის ცენტრში და როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან იმ ქვეყნებში და რეგიონებში, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო