ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, როდესაც აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება

„ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში ამ პროცესს პოლიტიკური სახე მიეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძებ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.

ძაბირაძის თქმით, მას ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, როდესაც აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება.

„დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან არ ვიცი ხელშეკრულებით რა იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში ამ პროცესს პოლიტიკური სახე მიეცა. ამიტომ, აქედან პოლიტიკის გამორიცხვა არ შემიძლია. პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მამუკა ხაზარაძესთან შექმნილი პრობლემა იგულისხმება. თუ აქამდე შესაძლებელი იყო მოლაპარაკებები, შეიძლებოდა, რომ ეს პროცესი კიდევ 1 წელი გახანგრძლივებულიყო, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ეჭვები არ გაჩენილიყო.

რაც შეეხება მთავრობის დაპირებას, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მათ სხვა გზა ამ წუთში არ აქვთ. ნებისმიერი ხელისუფლება მათ ადგილზე სწორედ იმავე განცხადებას გააკეთებდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოებაში ნდობა დაკარგა. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ამ დანაპირებში გულწრფელი იყოს. დღეს ხელისუფლებისთვის მთავარია გადააგოროს არსებული ვითარება,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა