მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე პროკურორს მოუწოდა, გამომძიებელ ბექა ხუფენიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე პროკურორს მოუწოდა, გამომძიებელ ბექა ხუფენიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.

კალანდიას მტკიცებით, პროცესზე დაკითხვისას გამომძიებელმა იცრუა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გამომძიებელმა იცრუა არაერთხელ და ვითხოვ ბრალდების მხარეს, გააკეთოს შესაბამისი რეაგირება, გამოძიება დაიწყოს და ჩვენ - მე, ჩემი ძმა და მამაჩემი ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ამ მოწმემ არაერთ კითხვაზე ცრუ პასუხი გასცა", - განაცხადა კალანდიამ.

თავის მხრივ პროკურორმა კალანდიას უპასუხა, რომ საქმის გამოძიების პროცესში ნებისმიერ გამოკვეთილ დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

ცნობისთვის, ეს ის გამომძიებელია, რომელიც 2017 წლის 3 დეკემბერს მიხეილ კალანდიას გამოკითხვას აწარმოებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს