ირანული გამოძიების ინფორმაციით, ბოინგ-737 აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მფრინავებს პრობლემის შესახებ საგანგებო შეტყობინება არ გაუგზავნიათ

ირანული გამოძიების თანახმად, ბოინგ-737, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა, ცდილობდა აეროპორტში დაბრუნებულიყო. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აბედზადეჰი აცხადებს, რომ „თვითმფრინავი მარჯვნივ მოტრიალდა და უკან აეროპორტისკენ მოემართებოდა, როცა კატასტროფა მოხდა“.

მისივე თქმით, ხომალდის მფრინავებს დაშვების ან პრობლემის შესახებ არანაირი საგანგებო შეტყობინება არ გაუგზავნიათ.

ცნობისთვის, დღეს ირანულმა მხარემ თვითმფრინავის კატასტროფის პირველადი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ ხომალადს ცეცხლი ცაშივე წაეკიდა.

შეგახსენებთ, გუშინ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 176 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა