24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

ბურძენაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმას ბ ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად) წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბურძენაძე გუშინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და მისი თანხმხლები პირი ვახტანგ ბურძენაძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენაძერსთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა