მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე აზიარა

ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგონარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მღვდელ-მონაზონმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი აზიარა.

მამა ანდრია სარიას თქმით, გიორგი მამალაძეს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რაც ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს.

მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული არ ყოფილა, რადგან „რეალობას აცნობიერებს“.

„საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა