მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი - გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მის მიერ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული შესაბამისობით ჩატარდა

ამ ეტაპისთვის ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ მოწმის ჩვენებაში რამე უზუსტობაა, რადგან გამომძიებელმა დაადასტურა,რომ მის მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული შესაბამისობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ კალანდიას მიერ ერთ-ერთი გამომძიებლის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე მზად არის, რომ ნებისმიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე ობიექტური რეაგირება მოახდინოს.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა და წერილობითი მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის ნამდვილობა და ამ დასკვნის ირგვლივ მხარეთა შეკითხვებს უპასუხეს. გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისობა და ავთენტურობა.

დაცვის მხარეს გაუჩნდა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი გამომძიებელი არასწორ ინფორმაციას აწვდიდა სასამართლოს. საქმე იმაშია, რომ რასაკვირველია, შეუძლებელია, ვთქვა რომელიმე მოწმის ჩვენების სანდოობაზე, თუმცა მოწმის ჩვენების სანდოობა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, ამ ეტაპისთვის ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ მოწმის ჩვენებაში რამე უზუსტობაა იმიტომ, რომ გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მის მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული შესაბამისობით. ბრალდების მხარე მზად არის, რომ ნებისმიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე ობიექტური რეაგირება მოახდინოს, თუმცა ამ ეტაპზე ამის შეფასება შეუძლებელია", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება გამოკითხვის დროს მიხეილ კალანდიასა და მამამისის ცემას, პროკურორის განმარტებით, „მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღნიშნული გარემოებები არ გამოკვეთილა".

„შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვა დანაყოფებში მიმდინარე პროცესების შესახებ, თუმცა, როგორც მოგახსენებთ, ჩემს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მსგავსი რამ არ გამოკვეთილა", - აღნიშნა პროკურორმა.

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, გამომძიებლები ცრუ ჩვენებას იძლევიან. მისივე მტკიცებით, დღეს დაკითხული გამომძიებელი კალანდიას ცემაზე ინფორმაციას ფლობს.

"გამომძიებლები აშკარად ცრუ ჩვენებას იძლევიან, გვატყუებენ, რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას გვაწვდიან იმ ნაწილში, რომ მიხეილ კალანდიას და სხვა არასრულწლონების მიმართ ხდებოდა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების ღამის საქთებში დაკითხვას, არამედ ცემას მშობლების თანდასწრებით და მშობლების ცემასაც. ის მოწმე, რომელიც ბოლოს დავკითხევთ, თურმე დაწინაურებულა პოლიციის აკადემიში, ის უშუალოდ ფლობს ინფორმაციას, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი მიხეილ კალანდიას და მისი მამის ცემას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ექსპერტების ჩვენებით გაირკვა, რომ დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ დავით სარალიძის ბედი ფატალურად არ დამთავრებულიყო.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ კალანდიამ პროკურორს მოუწოდა, ერთ-ერთი გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. კალანდიას მტკიცებით, გამომძიებელმა დღევანდელ დაკითხვაზე არაერთხელ იცრუა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 10 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი