გიორგი კეკელიძემ კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმი გააფორმა

9 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ყატარის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა სოჰაირ ვასტავიმ მოაწერეს.

„დიდი და ისტორიული ამბავი დოჰადან: დღეს საქართველოსა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს ჩემს კოლეგასთან, სოჰაირ ვასტავისთან ერთად მოვაწერე. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში ყატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას.

დიდი მადლობა შესანიშნავად გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საელჩოს ყატარში და ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო