გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილისა და მისი „კლოუნების” გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი

ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი “კლოუნების” გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციისა შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ოპოზიციის წარმომადგენელთა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეფასებისას გააკეთა.

"ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, ჩემი პერსონის საკითხი არ არის, ზოგადად ყველა ვხედავთ, რომ აგონიაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაჩქარებას ყველგან, ხალხს ბრალი აქვს წაყენებული, ხუთ-ხუთი სხდომა ჩანიშნეს ყველგან. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა.ის მწარედ ცდება.მისთვის და მისი “კლოუნების” გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი- ცუდი და ძალიან ცუდი. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ცუდი სცენარი აირჩიოს მისთვის , მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცანარისთვის ვართ მზად. იმ შეურაცხყოფის მერე, რომელიც მიაყენა საზოგადოებას, რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართო, არსებობს მთავარი დაკვეთა და ახლა არის ამ დაკვეთის შესრულება - მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, სასურველია პროპორციული თავისუფალი არჩევნებით, ან შედარებით თავისუფალი არჩევნებით. თუ ის ასლან აბაშიძის გზას გააგრძელებს, აკეთებს ძალიან ცუდ და მისთვის პოლიტიკურად ტრაგიკულ არჩევანს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია