გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა - ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება

ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა - ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება. ამ ეროვნული ამოცანისთვის უნდა დავგეგმოთ ჩვენი მოქმედებები პოლიტიკურმა ოპოზიციამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნაკლებად ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ქმედებებში რაიმე ფუნდამენტურად შეიცვალოს.

„თემა არის პროტესტის გაგრძელება იმ ამოცანის მისაღწევად, რაც არის დათქმული, რა პირობაც დაიდო დაღვრილი სისხლის და „გავრილოვის ღამის“ მერე, პროპორციული არჩევნების მიღწევა, საზოგადოების მობილიზება მშვიდობიან პროტესტზე და შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე სიაზე, რომლის ხუთეული უკვე ცნობილია და აღნიშნა, რომ ტერმინი „შავი სია“ არასწორია, რადგან „არანაირი „შავი სია“ და დასაჭერების სია არ არსებობს".

„მარტივი საკითხია, ოღონდ საკმაოდ ეფექტური და ეს არის შემაკავებელი ეფექტი ძალადობის, პოლიტიკური რეპრესიების და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებების. ამ თვალსაზრისით, თუ რაიმე ანალოგი არსებობს, „მაგნიტსკის სიაა“ ანალოგი, ოღონდ ზუსტი არა. ამის მიზანია ის, რომ ქვეყანამ ნაკლები ზიანი მიიღოს, სანამ ივანიშვილი და მისი სამარცხვინო „კლოუნები“ ხელისუფლებაში არიან“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა