გიგა ბოკერია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა

ლოგიკურია, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, რომელიც ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ ინსტიტუტებს - პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, რომ დევნა დაიწყოს, ამ ტიპის პროექტები ვერ განხორციელდება“, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტა, არის „მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება“.

„ეს არის ამ მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება და დღეს მთავრობის გუნდის წარმომადგენელმა საჯაროდ აღიარა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც, ამ ტიპის აღიარება მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან მნიშვნელოვანია, რომ მოტივი იყო პოლიტიკური დაკვეთა, მათ შორის შესაძლოა, გეოპოლიტიკური ფაქტორი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში - ყველა ვარიანტში, პოლიტიკური დაკვეთა ამ პროექტის და მასთან დაკავშირებული პირებს პოლიტიკური დევნისა. ეს განაცხადა რომან კაკულიამ და ისედაც, საკმაოდ ლოგიკურია, ვიდრე ეს ხელისუფლება გვყავს, რომელიც ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ ინსტიტუტებს - პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, რომ დევნა დაიწყოს ამ პირების წინააღმდეგ, ამ ტიპის პროექტები ვერ განხორციელდება. ამას და ბევრი სხვა პრობლემის შემოტრიალებას საქართველოში სჭირდება ხელისუფლებს შეცვლა, ივანიშვილისა და მისი კლოუნების, და შემდეგ ხედვის მქონე გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში. იქამდე ეს აბსოლუტურად ბუნებრივი განვითარებაა ამ მავნებლური პოლიტიკისა, რასაც ივანიშვილი და მისი კლოუნები ატარებენ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, რამდენჯერმე გადავადება არაფერს ნიშნავს მაშინ, როდესაც პროექტის დევნა მიმდინარეობს და მისი ავტორები მტრებად ცხადდებიან.

„თუ პროექტის დევნას იწყებ, ჯერ კი ამ პროექტის ავტორებს აბსოლუტური მმართველი მტრებად აცხადებ, როგორც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა თითქმის 1 წლის წინ და შემდეგ პროკურატურას დაავალა, რომ წლების წინ არსებული საქმე გამოექექა და ვიდრე საერთოდ რამეს გამოიძიებდა, გაევრცელებინა ამ ფიგურების წინააღმდეგ ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრებისთვის იდევნებიან, მერე ბრალი წაუყენა. ახლა დააჩქარა საქმე, მათი დაჭერის ამოცანით, რა პროექტის განხორციელებაზე და რა ფულის მოზიდვაზეა ლაპარაკი, როცა ხელისუფლება ჩვენნაირ ქვეყანაში ებრძვის ამ პროექტს პოლიტიკური დაკვეთით?! გადავადება რას შვრება, თუ პოლიტიკურად დევნი?“,-განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს